TRANSLATE

კალენდარი

აგვისტო 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« თებ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

ქარელის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლებმა მოაწყვეს დასუფთავების აქცია.მოაწესრიგეს ეზო და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია.
დასუფთავების აქცია

ფეხბურთის ჩემპიონატში „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშება“-ში 1999-2000 წელს დაბადებულთა შორის ,სადაც საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან და ქალაქებიდან მონაწილეობას იღებდა 14 გუნდი,მე-3 ადგილი დაიკავა ქარელის გუნდმა „ნორჩი იბერია“.
პრიზიორები და გუნდის მწვრთნელი სულიკო ქუმარიტოვი მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის… წაიკითხეთ >>>

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასრულდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში მდინარე ,,ხვედურულა“-ზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რაზეც გაიხარჯა 6000 ლარი. სამშენებლო სამუშაოები აწარმოა შპს ,,პარაბელი“-მა.
სოფელ ხეობის საფეხმავლო ხიდი

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების მიერ შეგროვილი თანხით დახმარება გაეწია სოფელ ლეთეთში მცხოვრებ ეკონომიურად გაჭირვებულ ანგელინა ელანდიშვილის ოჯახს, რომელიც ორ ინვალიდ ძმასთან ერთად ცხოვრობს.
დახმარება ელანდიშვილების ოჯახს

ქ. თბილისში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით ქარელის მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუჩებსა და ორგანიზაციებში შეაგროვეს გარკვეული თანხა, რომელიც გადაირიცხება 13 ივნისს დაზარალებულთა ფონდში.
დახმარება თბილისს

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა უერთდება ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღეს ,მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულების მიმართ და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს.
IMG_5878

13 ივნისს ქარელის მუნიციპალიტეტში საქართველოს ინტელექტკლუბის ,,რა? სად? როდის?”, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ქარელის ინტელექტუალური კლუბის ორგანიზებით ჩატარდა შიდა ქართლის ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?”, სადაც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობას იღებდა 9 გუნდი.… წაიკითხეთ >>>