TRANSLATE

კალენდარი

ოქტომბერი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« თებ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

This gallery contains 4 photos.

ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა საბავშო ბაღის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. აღნიშნულ სამუშაოებზე 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა 138 499 ლარის ოდენობით.საბავშვო ბაღი მოემსახურება ფცის,თამარაშენის,ქვემო შაქშაქეთისა და ღოღეთის სოფლების მოსახლეობას,რომელიც გათვლილია 75 აღსაზდრელზე.

???????????????????????????????IMG_6265ფცის საბავშვო ბაღიIMG_6266

ოლიმპიის სიმბოლო-ცეცხლი ქარელში 4 ივლისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან შემოვიდა. ჩირაღდანი შემოიტანა 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ჭიდაობა ძიუდოში ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა შოთა ხაბარელმა.ცეცხლის შემოსვლის აღსანიშნავად ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით გაიმართა საზეიმო ღონისძიება.
ოლიმპიური ცეცხლი ქარელში მთელი ღამის განმავლობაში დარჩა,რომლის შემდეგაც ესტაფეტამ ანაკლიაში გადაინაცვლა.ოლიმპიური ცეცხლი ქარელში

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასრულდა ხიდის მოწყობის სამუშაოები , რაზეც გაიხარჯა თანხა13 325 ლარის ოდენობით. სამუშაოებს აწარმოებდა შპს ,,პარაბელი“.
“ახალი ხიდი”

სოფლის მახარდაჭრის პროექტის ფარგლებში და ქარელის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სოფელ ქვენატკოცაში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები.აღნოშნული ბაღი მოემსახურება ქვენატკოცის მოსახლეობას.პროექტის ღირებულებამ შეადგინა 101 520 ლარი.
ქვენატკოცის საბავშვო ბაღი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასრულდა გარე განათების მოწყობა. გარეგანათება მოეწყო 3 ქუჩაზე და 4 ჩიხში, რაზეც გაიხარჯა 15 178 ლარი. სამუშაოებს აწარმოებდა შპს ,,ქარელის კეთილმოწყობის სამსახური“.
გარეგანათება კეხიჯვარში

2015 წლის ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით მიმდინარეობს სოფელ აბისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები.აღნიშნული ბაღის გახსნა დაგეგმილია ახალი სასწავლო წლიდან,რომელიც მოემსახურება აბისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სამ სოფელს(აბისი,აბისისთავი,ბერძენაული) და სოფელ ბრეძას.
საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოებისათვის გამოყოფილია 118 788 ლარი.სამუშაოებს ასრულებს შპს. „ბაძო“.
აბისის საბავშვო ბაღი

20 ივნისს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და პენსიონერთა, ინვალიდთა და ხანდაზმულთა კავშირის ხელშეწყობით ჩამოყვანილ იქნა ექიმთა ჯგუფი (8 ექიმი), რომლებმაც სოფელ დვანისა და ტახტისძირის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს და მედიკამენტები გადასცეს.
ექიმები დვანის ადმინისტრაციულ ერთეულში.