TRANSLATE
კალენდარი
ოქტომბერი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« თებ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი4500, ქარელი, ალ. ყაზბეგის ქ. 86
ტელეფონი: (+995 369) 3 21 39
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1973
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ქარელის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა:1235

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულიაურბნისის, ბებნისის, ტახტიძირის, დირბისა და დვანის არქეოლოგიური მასალები. ექსპონატებიდან აღსანიშნავია ისეთი უძველესი მასალა, როგორიცაა  თიხის კერა (თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით), ხიშტისებური იარაღი, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულისაა, უძველესი  სარკოფაგები.  ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალები:კაჟის ქვის ნაკეთობები, საბრძოლო და სამეურნეო ნივთები, რკინის ხმლები, ბრინჯაოს ბალთები,შუბისპირები, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XIX ს-ის საყოფაცხოვრებო ნივთები,წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები.

 

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია

მუზეუმის ფართობი: 269.4 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 70 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 45 კვ/მ
საცავი: 25 კვ/მ

დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 349