TRANSLATE
კალენდარი
ოქტომბერი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« თებ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

ქარელი, ისევე როგორც მდ. მტკვრის გაღმა მხარის დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი შედიოდა საციციანოში. იგი პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. ციციშვილების გაყრის განჩინების მიხედვით, რომელიც პირობითად 1664-1673 წ.წ. არის დათარიღებული, ციცისა და ქაიხოსროს რგებიათ ქარელში მცხოვრები გონგლიაშვილი პაატა თავისი მამულით. ქარელი თავდაპირველად პატარა სოფელი იყო და მას შემდეგ გაიზარდა და დაწინაურდა, რაც ლეკთა განუწყვეტელი თარეშის გამო ციციშვილებმა მძოვრეთი მიატოვეს (XVIIIს. II ნახ.) და აქ გადმოსახლდნენ. ამას ადასტურებს 1715 წ. და 1804 წ. მოსახლეობის აღწერის მასალების შედარება. 1715 წ. ქარელში სულ 20 კომლი ცხოვრობდა, ხოლო 1804 წლისათვის მოსახლეობას 215 კომლისთვის მიუღწევია — მათ შორის 169 კომლი ქართველი, 12 ოსი და 34 სომეხი.1778 წ. ბატონიშვილ გიორგის (შემდეგში გიორგი XII-ს) უმოგზაურია თრიალეთში და ამ მოგზაურობის დროს გაუვლია საციციანოში მათ შორის ქარელში. პლატონ იოსელიანი გვაუწყებს, რომ მეფის ძემ “თაფარავნით გადმოვლო მთა საციციანო და მოვიდა ქარელსა, აქედამ მიიწვია მროველმან ეპისკოპოსმან რუისისა, განვლო მტკვარი ტივით, დაჰყო მასთან სამი დღე”. მოგვიანებით ქარელის ინტენსიურ ზრდას ხელი შეუწყო აქ რკინიგზის გაყვანამ და რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრად გადაქცევამ.