TRANSLATE
კალენდარი
აგვისტო 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« თებ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

ქარელის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე. 1917წლამდე ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1930 წლიდან გორისა და ხაშურის რაიონშია, 1939 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო. 1963-64წ. ისევ შეუერთეს ამ რაიონებს.1965 წლიდან კი ცალკე რაიონად არსებობს ახლანდელ საზღვრებში. აღმ.-ით ესაზღვრება გორის, დას-ით ხაშურის, ჩრდ-ით ზნაურის, სამხრ-ით ბორჯომის რაიონი. ფართობი შეადგენს 687,9 კვ.კმ-ს. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქ.ქარელი. მუნიციპალიტეტში შედის 1 საქალაქო და 17 ტერიტორიული ერთეული.რაიონის ძირითადი ნაწილი უკავია შიდა ქართლის ვაკეს,სამხრეთი ნაწილი კი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს. მთავარი მდინარეებია: მტკვარი, ძამა, დასავლეთი, შუა და აღმოსავლეთი ფრონეები.
კლიმატი
ქარელის მუნიციპალიტეტის ვაკე და ბორცვიან მთისწინეთში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული ხანგრძლივი თბილი. ვაკე ნაწილში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა -10,2 C, იანვარში – 1,7 C, აგვისტოში – 21,5 C. წელიწადში მოდის 630-660 მმ ნალექი(ქ.ქარელში 630მმ, სოფ. ზღუდერში 650მმ.) მაქსიმუმი გაზაფხულზეა. მთიან ნაწილშიც ზომიერად ნოტიო ჰავაა, მაგრამ ზამთარი ცივია, ზაფხული ხანგრლივად გრილი. დაბალმთიან ზონაში(ზ.დ. 1200მ) ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,7 C, იანვარში – 3,2 C , აგვისტოში – 18,6 C. აბსოლუტურად მინიმალურია – 29 C. წელიწადში მოდის 610 მმ ნალექი. მაქსიმალური გაზაფხულზეა. საშუალო და მაღალმთიან ზონაში იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6C, აგვისტოში 16C-ია. ნალექები წელიწადში მოდის 700მმ.
ტურისტული პოტენციალი და მიმართულებები
ქარელის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული, არქეოლოგიური,მატერიალურ-კულტურული ძეგლებით,რომელთაგან უმრვლესობა ეკლესია მონასტრები და პატარა საყდრები.
სოფელი რუისი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ზღვის დონიდან 670 მეტრზე, რაიონული ცენტრიდან 7 კმ-ზე. რუისი ქართლის ერთ-ერთი წამყვანი ეპარქიის ცენტრი იყო, იგი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში, რუისი როგორც ეპარქიის ცენტრი პირველად მოხსენიებულია მე-V საუკუნეში, შემდგომ 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი ითამაშა საქართველოს სახელწიფოს განმტკიცების საქმეში. სოფელში მდებარეობს მრავალი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი, მათგან მნიშვნელოვანია სოფლის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი, კომპლექსში შედის: ა) ღთისმშობლის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი,რომელშიც გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი VIII-IX სს განეკუთვნება, მე-X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. ტაძარი თითქმის საძირკვლამდე დაანგრია თემურ ლენგის შემოსევებმა, აღნიშნული ტაძარი XV საუკუნეში აღუდგენია ალ I დიდს, რაზედაც მეტყველებს დასავლეთ ფასადის წარწერა . XVIIს საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის მეუღლეს. ბ) ტაძრის დასავლეთით მდებარეობს კოშკი-სამრეკლო, იგი ჩაშენებულია გალავანში და თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით. გ) კომპლექსს შემოვლებული აქვს გვიანი ფეოდალური ხანის რიყის ქვით ნაგები გალავანი. რუისში მდებარეობს აგრეთვე ხარების სახელობის ტაძარი(ადრ.ფეოდ.ხან),წმ.დემეტრეს ტაძარი(ფეოდალური ხანა).ღვთისმშობლის ტაძარი(ძველი ფეოდალური ხანა).კვირაცხოვლობის ეკლესია(XVII-XIXს).
ურბნისი მდებარეობს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 10 კმ-ის მოშორებით, სოფელი გაშენებულია შუა საუკუნეების ურბნისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, როგორც არქეოლოგიური გათხრები ამტკიცებს ურბნისის ათვისება ხალხმა ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ის II-I ათასწლეულში დაიწყო, ძველ წერილობით წყაროებში ურბნისის ქალაქად მოიხსენიება, ურბნისის ნაქალაქარზე აღმოჩენილია ნახანძრალის სქელი ფენა, რაც იმას მოწმობს, რომ დაახლოებით ძვ.წ.აღ-ის II საუკუნეში ეს ტერიტორია უცხოელ დამპყრობლებს გადაუწვიათ. ურბნისის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ძვირფასი ლითონის ნაწარმი, მონეტები,ჭურჭელი და სხვ.ქართულ წერილობით წყაროებში ურბნისი დაკავშირებულია ქართველლთა გამანათლებელ წმ. ნინოს სახელთან. ქართლში შემოსული ნინო ურბნისში ერთი თვე გაჩერებულა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ურბნისის ცხოვრებაში ძირფესვიანი გარდატეხა მოხდა. წარმართული ტაძრის ადგილზე აშენდა ქრისტიანული ეკლესია, განვითარდა ვაჭრობა და მეურნეობა. ურბნისი ძველი ქართული კულტყრის კერაც იყო.ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთაგან მნიშვნელოვანია ურბნისის სახარება(Xს). ურბნისის მშვენებაა წმ. სტეფანეს სახელობის სამნავიანი ბაზილიკა, ურბნისის სიონად წოდებული. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე არსებული ასომთავრული წარწერები V-VI სს-ით თარიღდება.ტაძარი ადრ.ფეოდალური ხანის დიდ ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება. ურბნისში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელი მამა თადეოზ სტეფანწმინდელი, მას მიეწერება წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი ქარელიდან დაახლოებით 13 კმ მანძილზე ძამის ულამაზეს ხეობაში, სოფელ ყინწვისთან მდებარეობს ქართული ხუროთმოძგვრების ძეგლი- ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი.კომპლექსი შედგება რამოდენიმე ნაგებობისაგან.მთავარ ნაგებობას წარმოადგენს წმ.ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარი,რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება.ტაძრის მხატვრობა უნიკალურია, XIIIსაუკუნის დასაწყისში თამარ მეფის პირველი ვეზირის დაკვეთით მოიხატა. თუმცა ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია მაგრამ რაც გადარჩა მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს,ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III. თამარ მეფე და ლაშა-გიორგი.ტაძრის საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ასევე XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები(კანკელითა და ფრესკებით),წმ.გიორგის სახელობის მცირე ეკლესია (XVI-XVIIIს),გალავნის ნაშთი და მასში ჩაშენებული კოშკი-სამრეკლოს ორი სართული.
სოფელი სამწევრისი მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 4,5 კმ-ით, სოფლის სიძველეს ადასტურებს სოფელში მდგარი წმინდა ჯვრის ეკლესია, რომელიც VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება, X საუკუნეში იგი მთელ შიდა ქართლთან ერთად ეპყრა აფხაზთა მეფე კონსტანტინეს, რაზედაც მოგვითხრობს ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა. ეს სოფელი ეკუთვნოდა ციციშვილებს, აქვე ყოფილა მათი პირველი რეზიდენცია, აქვეა მათი საკამაოდ დიდი ციხე-სიმაგრე, რომელიც იცავდა მთელს ძამის ხეობას, ციციშვილების ეს ციხე-დარბაზის კომპლექსი აგებულია ფეოდალურ ხანაში, მის შემადგენლობაში შედის დიდი კოშკი, გალავანი, ეკლესია, აგრეთვე სახლისა და სხვა ნაგებობების ფრაგმრნტები.ეკლესიაშია დაკრძალული XVIIს.ის პოლიტმოღვაწე სომხით საბარათიანოს მოწინავე სადროშოს სარდალი ზაზა ციციშვილი.ჯვრის მონასტერში ამჟამად მამათა,ხოლო ციხე-დარბაზში დედათა მონასტერია.
სოფელი ორთუბანი მდებარეობს ძამას ხეობაში, მდ.ძამას მარჯვენა მხერს, ზღვის დონიდან 850 მეტრზე, რაიონული ცენტრიდან 17კმ-ზე. ორთუბანი დაარსებულ იქნა XIX საუკუნის 60-იან წლებში, ნაქალაქარ მძოვრეთის ტერიტორიაზე. ორთუბანში თავმოყრილია საინტერესო ისტორიული ძეგლები, XVII საუკუნის ციციშვილების ციხედარბაზის კომპლექსი, აბანო და გვიან ფეოდალური ხანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და VII საუკუნის ძამის ციხე. ნაქალაქარი მძოვრეთი წერილობითი წყაროების მიხედვით წარმოიშვა X-XIსს. ნაქალაქარი მძოვრეთი მდებარეობდა შიდა, ზემო და ქვემო ქართლის შემაერთებელ გზაზე, სადაც საბაჟო მდებარეობდა. X საუკუნეში იგი ძამელი მთავრის ადარნერსეს რეზიდენცია იყო. XIV საუკუნეში მას გამრეკელ კახას ძე და მისი მემკვიდრეები ფლობდნენ. XVI-XVII სს ფანასკენტელ ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და მძოვრეთი სათავადოს პოლიტიკის ცენტრად აქციეს.ციხე მდებარეობდა სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე იგი იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ გზას.მძოვრეთში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავია ზაზა ფანასკერტელ –ციციშვილი, აქ დაწერა მან საექიმო წიგნი ,,კარაბადინი”. ორთუბანში ამჟამად მოქმედი დედათა მონასტერია.
გუგომის (ქოზიფას) ხუროთმოძღვრული კომპლექსი-მდებარეობს ძამას ხეობის სიღრმეში,ზღვის დონიდან 1400მ.ზე. მთელი კომპლექსი რომელშიც 5 ეკლესია შედის განლაგებულია მაღლობ ადგილას შუაგულ ტყეში. ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში.პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VIIსაუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა და გამშვენებულა სამონასტრო კომპლექსი. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა. აღსანისნავია ის ფაქტი, რომ წარსულში მოღვაწე მამებს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძრის ქვეშ მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი წმინდა ნაწილია დასვენებული. ქოზიფას სამონასტრო კომპლექსში მოქმედი მამათა მონასტერია.
სარკის წმ.გიორგის სახ.მონასტერი-ქარელიდან დაახლოებით 12 კმ მანძილზე სამხრეთით,თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე ტყის შუაგულში მდებარეობს სარკის ულამაზესი მონასტერი.ტაძრისკენ სავალი თავიდან ძნელად მოსჩანს,ბოლოს კი ბუნების დიდებულებით და ნაირგვარ ფერებით მოჩურქურთმებულ-მოვარაყებული გარემო მიწიერ სამოთხეს მოგვაგონებს.ამ ადგილას სამი მონაზონი შეკრეფილან,რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ წმ.გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ. ამჟამადაც მოქმედებს მამათა მონასტერი.მონასტერთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.სარკის წმ გიორგი სხვადასხვა თხოვნით მისულ მომლოცველებს შეეწევა,ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.სოფელი ბრეთი მდებარეობს რაიონული ცენტრიდან სამხრეთით 9 კმ მანძილძილზე, მდ. აღმ. ფრონის მარცხენა ნაპირზე. დაარსებული ეკლესია და წმინდა გიორგის ეკლესია (VII-XIXსს). მამა პირონის ეკლესია გადაკეთებულია და დაკავშირებულია წმინდა გიორგის ეკლესიასთან. მამა პიროსის საფლავის ქვაზე გადაფარებული სოფელ ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელი მამა პიროსი, მის მიერ აქ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი შუა საუკუნეების მანძილზე იყო კულტურულ საგანმანათლებლო, მწიგნობრობისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი კერა, სოფლის ცენტრში მდებარეობს მამა პიროსის ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და ნასოფლარი. ნაგებობებში გაირჩევა ორი სამშენებლო ფენა მამა პიროსის ყოფილა ლოდის საბურველი და (საფენი), რომელზეც მამა პიროსის სახე იყო გამოსახული. ეკლესიის დასავლეთ კუთხეში მოგვიანებით დაუშენებიათ სამრეკლო. XX საუკუნის 90-იან წლებში ეკლესიაში აღსდგა სდამონასტრო ცხოვრება, ამჟამად იქ დედათა მონასტერია.
დირბის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი-მდებარეობს სოფ. დირბში რაიონული ცენტრიდან აღმოსავლეთით 16 კმ მანძილზე. ტაძარი თავდაპირველად მცირე ზომის დარბაზული ნაგებობა ყოფილა. ამჟამად იგი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას. იგი თარიღდება გვიანდელი ფეუდალური ხანით.ღვთისმშობლის კომპლექსის ზემოთ, მდებარეობს ციხე დარბაზი, რომელიც XVII-XVIII საუკუნით თარიღდება. ნაგებია რიყის ქვით. შუა ნავის საკურთხეველში ჩრდილოეთ კედელზე შემონახულია გვ. ფეოდ. ხანის მოხატულობის ფრაგმენტები. ფრესკებიდან მნიშვნელოვანია ,,მიდგომილი ღვთისმშობლის” ფრესკა და ხატი, რომელის მსგავსი არ გვხვდება არცერთ ქრისტიანულ მონასტერში. კომპლექსში ამჟამად მოქმედი დედათა მონასტერია. სოფ.დირბში არის აგრეთვე რამოდენიმე ეკლესია-მონასტერი: წმ.გიორგის ზედაჯვრის ეკლესია(Xს), წმ.გიორგის ეკლესია (განვ.ფეოდ.ხანა), ყველაწმინდის ეკლესია(XIXს).
ქარელში ყაზბეგის ქუჩაზე მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელშიც დაცულია 1310 ექპონატი, რომლებიც ურბნისის ქვაცხელებზე, ბებნისის ბერიკლდეებზე, ტახტიძირის, დირბისა და დვანის არქეოლოგიური მასალებია. ექსპონატებიდან აღსანიშ ნავია ისეთი უძველესი მასალები როგორიცაა კერა თიხის რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-IIIათასწლ. ხიშტისებური იარაღი, რომელიც ძვ. წ. აღრ .III ათასწლეულით თარიღდება. სოფ. ურბნისითან აღმოჩენილი უძველესი სარკოფაგები.
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე ტბა რომელიც მნიშვნელოვანია, ეკოტურიზმის, აგროტურიზმის, საკემპინგე და დასასვენებელი ტურიზმის განვითარებისთვის. მათგან აღსანიშნავია ბატეთის ბუნებრივი ტბა, ოქროსოფლისა და ბებნისის ხელოვნური ტბები. ბატეთის ტბა- მდ.ძამას ხეობის სიღრმეში ,ქარელის რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 23 კმ. დაშორებით. მდ. ძამას მარჯვენა ნაპირზე, წიფლნარ-თხილნარით შემოსილი ფერდობით გარშემორტყმულ ადგილზე მდებარეობს ულამაზესი ბატეთის ტბა, რომელიც მეწყერული წარმოშობისაა. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1313 მ. სიმაღლეზე. ფართობი 2.65 ჰა. სიღრმე დაახლოებით 10-12 მ. ბინადრობენ ამფიბიები და იშვიათი ჯიშის ტრიტონები. შესაძლებელია ეკოტურიზმის, “ველური” ტურიზმის და საკემპინგე დასასვენებელი ტურიზმის განვითარება.
ბებნისის ორი ტბა – მდებარეობს რაიონულ ცენტრში. ქარელთან 1 კმ.ში, სოფ. ბებნისის ტერიტორიაზე. ტბები არის ხელოვნური წარმოშობის. ერთი ტბის ფართობია 7.34 ჰა. ხოლო მეორე 4.9 ჰა. სიღრმე დაახლოებით 5-6 მ.ია. ტბაში ბინადრობს თევზის სხვადასხვა სახეობები, როგორებიცაა: კობრი, ქაშაყი. მურწა. შესაძლებელია გასართობი ,სანაოსნო, დაივინგის, სათევზაო და დასასვენებელი ტურიზმის განვითარებაOოქროსოფლის ხელოვნური ტბა – რაიონული ცენტრიდან 12-13 კმს მანძილზე, სოფელთან ახლოს მდებარეობს ოქროსოფლის ტბა, ფართობით 1.36 ჰა. სიღრმე 3-4 მ. ტბაში თევზი მცირე რაოდენობითაა. ტბა გარშემორტყმილია ტყით, შესაძლებელია დასასვენებელი, საკემპინგე ტურიზმის განვითარება.
საუკეთესო ადგილები ქარელის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად : მდ. ხვედურულას ხეობა ე.წ. წითელი ქვების ჩანჩქერი ,ბებნისის ტბა , სოფ. ძაძვის მონასტერის მიმდებარე ტერიტორიები,შოთას წყარო , ორთუბანი.

შიდა ქართლი

იბერია იგივე ივერია – ძველი ბერძნებისა და რომაელების მიერ ასე იწოდებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. IV – ა. წ. V სს არსებული ქართლის სამეფო. XI საუკუნეში ქართული სამეფო-სამთავროების საქართველოს სამეფოში გაერთიანებით, სახელწოდებებმა „ქართლი“ და „ქართველი“ (ქართლის მაცხოვრებელი) საქართველოს სახელმწიფოს სახელს ჩაუყარა  საფუძველი. შუასაუკუნეებში, მტკვრის ხეობაში მდებარე ეს რეგიონი სამ ნაწილად იყო დაყოფილი: 1. შიდა ქართლი, ცენტრით მცხეთაში და უფლისციხეში, მოიცავდა ცენტრალური ქართლის ტერიტორიას მტკვრის ჩრდილოეთით და სამხრეთით, დასავლეთით კი მტკვრის  შენაკად არაგვამდე; 2. ქვემო ქართლი – მტკვრის ქვედა წელის პროვინციები; 3) ზემო ქართლი – ქვემო ქართლის დასავლეთით მტკვრის ზედა წელის პროვინციები. ამ ტერიტორიების უმეტესობა ამჟამინდელი ადმინისტრაციული დაყოფით შიდა ქართლისა (ცენტრით გორში) და ქვემო ქართლის (ცენტრით რუსთავში) საზღვრებში ხვდებიან.

მოსახლეობა

ჩვენი რეგიონის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს 7%-ს, 313 ათას ადამიანს შეადგენს. იგი განაწილებულია 4 ქალაქში, 2 დაბასა და 366 სოფელში. შიდა ქართლის მოსახლეობის თითქმის ნახევარი გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, რომელიც რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. რაც შეეხება სიმჭიდროვეს, ის 65.1 კაცს შეადგენს კვ.კმ-ზე. ამავდროულად, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის მიგრაცია სოფლიდან ქალაქში.

ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება რეგიონის ბუნებრივი მატება. 2010 წელს ამ მონაცემმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 1296 ადამიანი შეადგინა.

შრომითი რესურსი

2010 წლის მონაცემებით რეგიონის შრომითი რესურსი 141,3 ათას კაცს შეადგენს, ხოლო უმუშევრობის დონე – 12.7%-ს. იზრდება დასაქმებულთა საშუალო ხელფასიც და ბოლო მონაცემების მიხედვით 300 ლარს აღწევს.

შიდა ქართლის მოსახლეობა ძირითადად ეკონომიკის ისეთ ტრადიციულ დარგებშია დასაქმებული, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა, ტურიზმი, მშენებლობა და ენერგეტიკა.

განათლება

შიდა ქართლის რეგიონს განათლებული და მაღალკვალიფიცირებული მუშახელი ყავს, რასაც რეგიონში არსებული სასწავლო დაწესებულებების მაღალი ხარისხი განაპირობებს. ჩვენს რეგიონში 173 ზოგადსაგანმანათლებო სკოლა მოქმედებს, რომლებშიც დაახლოებით 80 000 მოსწავლე სწავლობს. განათლების სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შიდა ქართლში მოქმედი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამჟამად, რეგიონში მოქმედებს სამი პროფესიული სასწავლებელი.

უნივერსიტეტები

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს. ქალაქ გორში ფუნქციონირებს ერთი სახელმწიფო (გორის სასწავლო უნივერსიტეტი) და ერთი კერძო უნივერსიტეტი (სუხიშვილის გორის უნივერსიტეტი). შედეგად, აკადემიური წლის განმავლობაში მთელი საქართველოდან საკმაოდ ბევრი სტუდენტი ჩამოდის ქალაქში სასწავლებლად.

კულტურა                                   

ქართული კულტურა

ქართული კულტურა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. იგი სათავეს ქართლის (იბერიის) და კოლხეთის ცივილიზაციებიდან იღებს და განვითარების მწერვალს ბაგრატიონების დინასტიის მმართველობისას, საქართველოს გაერთიანებული სამეფოს არსებობისას მიაღწია.

XI საუკუნე ქართული კულტურის ოქროს ხანად და ქართული კლასიკური ლიტერატურის, ხელოვნების, ფილოსოფიის, არქიტექტურის და მეცნიერების რენესანსად მიიჩნევა. საქართველო ცნობილია მისი მდიდარი ფოლკლორული ტრადიციებით, უნიკალური ტრადიციული მუსიკით, თეატრით, კინოთი და ხელოვნებით. ქართველები კი განთქმულები არიან მათი სიყვარულით მუსიკის, ცეკვის, თეატრისა და კინოსადმი. XX საუკუნის ქართველი ხელოვანებიდან აღსანიშნავი არიან: მხატვრები – ნიკო ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი და ელენე ახვლედიანი; ბალეტის მოცეკვავეები – ჯორჯ ბალანჩინი, ვახტანგ ჭაბუკიანი და ნინო ანანიაშვილი; პოეტები – გალაკტიონ ტაბიძე, ლადო ასათიანი და მუხრან მაჭავარიანი; თეატრისა და კინოს რეჟისორები – რობერტ სტურუა, თენგიზ აბულაძე, გიორგი დანელია და ოთარ იოსელიანი.

შიდა ქართლი

იბერია იგივე ივერია – ძველი ბერძნებისა და რომაელების მიერ ასე იწოდებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. IV – ა. წ. V სს არსებული ქართლის სამეფო. XI საუკუნეში ქართული სამეფო-სამთავროების საქართველოს სამეფოში გაერთიანებით, სახელწოდებებმა „ქართლი“ და „ქართველი“ (ქართლის მაცხოვრებელი) საქართველოს სახელმწიფოს სახელს ჩაუყარა  საფუძველი. შუასაუკუნეებში, მტკვრის ხეობაში მდებარე ეს რეგიონი სამ ნაწილად იყო დაყოფილი: 1. შიდა ქართლი, ცენტრით მცხეთაში და უფლისციხეში, მოიცავდა ცენტრალური ქართლის ტერიტორიას მტკვრის ჩრდილოეთით და სამხრეთით, დასავლეთით კი მტკვრის  შენაკად არაგვამდე; 2. ქვემო ქართლი – მტკვრის ქვედა წელის პროვინციები; 3) ზემო ქართლი – ქვემო ქართლის დასავლეთით მტკვრის ზედა წელის პროვინციები. ამ ტერიტორიების უმეტესობა ამჟამინდელი ადმინისტრაციული დაყოფით შიდა ქართლისა (ცენტრით გორში) და ქვემო ქართლის (ცენტრით რუსთავში) საზღვრებში ხვდებიან.

დამწერლობა

ქართულ დამწერლობას სამი სახე აქვს და გადმოცემის თანახმად ის იბერიის მეფემ – ფარნავაზ I-მა შექმნა III საუკუნეში. თანამედროვე დამწერლობის ტიპი, რომელსაც მხედრულს უწოდებენ, პირველად XI საუკუნეშიგამოჩნდა.

თეატრი

შიდა ქართლის დედაქალაქი განთქმულია მისი დრამატული თეატრითაც, რომელიც მე-XIX საუკუნის ქართველი დრამატურგის, პოეტის და თანამედროვე ქართული თეატრის დამაარსებლის გიორგი ერისთავის სახელს ატარებს. თეატრს დიდი ხნის ისტორია აქვს; ის 1934 წელს დაფუძნდა. თეატრის რეპერტუარი ცნობილი ქართველი და უცხოელი დრამატურგების ნამუშევრებს მოიცავს. გორში სტუმრობისას,  კვირის განმავლობაში რამდენჯერმე შეგიძლიათ იხილოთ დრამატული თეატრის სპექტაკლები.

სამზარეულო

ქართული სამზარეულო და ღვინო საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და ითვისებდა ყველა ეპოქის საუკეთესო ტრადიციას. ერთერთი ასეთი უჩვეულო ტრადიცია და მეგობრებისა და ოჯახის გარემოში გართობის საშუალებაა სუფრა. სუფრის თავს თამადა ჰქვია. თამადა სადღეგრძელოებით წარუძღვება სუფრას და სუფრის წევრების სათანადო მოლხენას უზრუნველყოფს. საქართველოს ცალკეულ რეგიონებს მათთვის დამახასიათებელი კერძები აქვთ: მაგალითად, ხინკალი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ხოლო ხაჭაპური, ძირითადად იმერეთში, სამეგრელოში და აჭარაშია გავრცელებული. ტრადიციულ ქართულ კერძებს, თანდათანობით ემატება რუსი, ბერძენი და ბოლოდროს ჩინელი იმიგრანტების მიერ შემოტანილი კერძები.

შიდა ქართლი ცნობილია ღვინით. გორთან ძალიან ახლოს მდებარე ატენის ხეობა, შიდა ქართლის ღვინის მხარედ მიიჩნევა. აქ ნახავთ თვალწარმტაც სოფლებს, იქ არსებული ისტორიულ ძეგლებს და რაც მთავარია ბუნების წიაღში დააგემოვნებთ სახლის ღვინოების ფართო არჩევანს. ამასთანავე, შიდა ქართლის რეგიონშია მრავალი რესტორანი, რომელიც ტრადიციულ და გემრიელ ქართულ კერძებს შემოგთავაზებენ.

ინფრასტრუქტურა

საგზაო ინფრასტრუქტურა

შიდა ქართლის რეგიონში არსებობს საკმაოდ კარგად განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა. რეგიონში გადის საერთაშორისო ავტომაგისტრალი, დღეს  ადმინისტრაციული ცენტრი, გორი უკვე განახლებული საავტომობილო გზით უკავშირდება ქვეყნის დედაქალაქს და მგზავრობის ხანგრძლივობა ერთ საათამდეა შემცირებული. ასევე, მოწესრიგებულია იმ შიდა გზების უმრავლესობა, რომლებიც რეგიონის ძირითად ქალაქებსა და სოფლებს აკავშირებს.

წყლის მიწოდების ინფრასტრუქტურა

რაც შეეხება წყლის მიწოდების ინფრასტრუქტურას. რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტი მდიდარია სასმელი და სარწყავი წყლის რესურსებით, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ირიგაციის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის.

ფიჭური კავშირი და ინტერნეტი

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლი მთლიანადაა დაფარული ფიჭური კავშირგაბმულობით. ასევე, რეგიონის უმეტეს ფართობზე ხელმისაწვდომია ინტერნეტ კავშირი.

სოფლის მეურნეობა

შიდა ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობას განმსაზღვრელი ადგილი უჭირავს, მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ დარგით არის დაკავებული.

მეხილეობა

ჩვენი რეგიონი ცნობილია კარგად განვითარებული მეხილეობით. 2011 წლის მონაცემით ქვეყანაში ნაწარმოები ხილის თითქმის ერთი მესამედი შიდა ქართლზე მოდის, რაც 61 ათას ტონას შეადგენს. აღსანიშნავია ვაშლი, რომლის წარმოების მიხედვით შიდა ქართლი უპირობო ლიდერია საქართველოში. 2011 წელს რეგიონში მოყვანილი ვაშლის რაოდენობა, მთლიანად ქვეყანაში მოყვანილი რაოდენობის ორ მესამედს აჭარბებდა და 43.5 ათასი ტონა შეადგინა. ხილის სხვა სახეობებიდან აღსანიშნავია ატამი, მსხალი და ქლიავი, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობით იწარმოება.

მემარცვლეობა

ასევე, განვითარებული დარგია მარცვლეული კულტურის წარმოება. კახეთის რეგიონის შემდეგ შიდა ქართლი არის ხორბლის ყველაზე დიდი მწარმოებელი საქართველოში. 2011 წელს ქვეყანაში მოყვანილი ხორბლის ერთი მეოთხედი ჩვენს რეგიონზე მოდის და 23.8 ათას ტონას შეადგენს, ხოლო ნათესი ფართობი 12.9 ათასი ჰექტარია.

მეცხოველეობა-მეფრინველეობა

შიდა ქართლის რეგიონში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობები ბოლო წლების განმავლობაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია ფრინველის სულადობის დინამიური ზრდა ყოველწლიურად. 2006 წელს შიდა ქართლში იყო 265,1 ათასი ფრთა ფრინველი, ხოლო მისი რაოდენობა 2011 წლისათვის გაიზარდა 443,3 – ფრთამდე, რაც 75%-იან მატებას ნიშნავს. რაც შეეხება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობას, 2011 წელს 83.4 ათასი სული აღირიცხა ჩვენს რეგიონში. აღსანიშნავია, რომ იგივე მონაცემი 2007 წელს 69.9 ათასი იყო.

წარმოება

ხორცის წარმოების მხრივ შიდა ქართლის რეგიონში გამორჩეულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება, რომელმაც 2011 წელს 1,4 ათასი ტონა შეადგინა. რაც შეეხება რძის წარმოებას, 2011 წლის მონაცემებით, ჩვენს რეგიონში 56,8 ათასი ტონა რძე იქნა ნაწარმოები.

წინა წლებთან შედარებით მცირედით არის გაზრდილი ქათმის ხორცის წარმოება და 2011 წელს 0,7 ათასი ტონა შეადგინა.

ბოლო წლებში სტაბილურია ღორის ხორცის წარმოება, ამ მონაცემმა 2011 წელს 1,5 ათასი ტონა შეადგინა.

კვების მრეწველობა

რეგიონში მოქმედებს ხილის გადამამუშავებელი რამდენიმე ქარხანა. მათგან აღსანიშნავია შიდა ქართლში ყველაზე დიდი საერთაშორისო ინვესტორი, გერმანული კომპანია “ჰიპი” (HIPP), და საკვები პროდუქტების ადგილობრივი კომპანია “კულა” (KULA), რომელიც მრავალი სახეობის საკვებ პროდუქტს ამზადებს. ასევე, ხორბლის მაღალი მოსავლიანობიდან გამომდინარე შიდა ქართლში წარმატებით მუშაობენ მარცვლეულის გადამამუშავებელი ქარხნები.

პროგრესი

შიდა ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროცესების ზოგადი ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული სფეროს რიგ მიმართულებაში შეინიშნება პროგრესი. მათ შორის საკალმახეების, მეფუტკრეობისა და მებოცვრეობის განვითარების ნიშნები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურისა და სარწყავი სისტემების მოწესრიგება, რეგიონში კონცენტრირებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

აღსანიშნავია, რომ ხორბლისა და სიმინდის ფასების დინამიკა ბოლო წლებში მზარდია სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისაგან განსხვავებით, რაც ბუნებრივია ხელს უწყობს ამ კონკრეტული სფეროს (მემარცვლეობის)განვითარებას.

რეგიონში ასევე არსებობს სამაცივრო-სასაწყობო მეურნეობები (სოფლები: შინდისში, რეხა, ფხვენისი).

 

ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  ეროვნული შემადგენლობა:
ქართველები 93.3%
ოსები 5.3%
სომხები 0.5%
რუსები 0.4%
აზერბაიჯანელები 0.2%

სოფლები, მოსახლეობა და რაოდენობა.