TRANSLATE
კალენდარი
აგვისტო 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« თებ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

ლერი ხაბელოვი  დაიბადა 1964 წელს — ქართველი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი (1992).

1985 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხაბელოვი არის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ხუთგზის (1985, 1987, 1990, 1991, 1993) ჩემპიონი და ევროპის ოთხგზის (1985, 1987, 1988, 1992) ჩემპიონი. ლერი ხაბელოვი 1988 წელს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა, 1992 წელს კი — ოლიმპიური ჩემპიონი. არის ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

ლერი ხაბელოვი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 1998-2004 წლებში — სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო 2004-2008 წლებში ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 2012 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

2012 წელს ლერი ხაბელოვი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ქარელის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად.

დაოჯახებულია, ჰყავს 5 შვილი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

საქართველოს პარლამენტი:

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600, აბაშიძის ქ. 26, საქართველოსპარლამენტი

ტელეფონი: 0 32 2 28 91 41

ვებ გვერდი: http://kareli.majoritarian.ge

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სოეკ):

0179, თბილისი, საქართველო მაჩაბლის ქუჩა N11

ელ-ფოსტაgeonoc@access.sanet.ge

ტელ: (+995 32) 2 51 00 57

ფაქსი: (+995 32) 2 93 43 42

ვებ გვერდი:  http://geonoc.org.ge