TRANSLATE
კალენდარი
აგვისტო 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« თებ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

IMG_9569

ზაზა გულიაშვილი დაიბადა 1972 წლის 19 დეკემბერს, ქარელის რაიონის სოფელ ბრეთისმეურნეობაში.
1989 წელს დაამთავრა ბრეთის საშუალო სკოლა.
1989-1991 წლებში სწავლობდა ქ. თბილისში, საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტში.
1999-2004 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
2004-2006 წლებში მუშაობდა დაცვის სამსახურში, შპს “ფალავანის” სამსახურის დაცვის უფროსად.
2006-2010 წლებში მუშაობდა შპს “ფალავანის” სამსახურის უფროსად.
2012-2013 წლებში იყო პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ქარელის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2013 წლის თებერვლიდან აგვისტომდე მუშაობდა ქარელის პოლიციის სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ. არის სპორტის ოსტატი ჭიდაობებში: სამბო, ძიუდო, ქართული. არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ჭიდაობის სამივე სახეობაში.
2013 წელს ირლანდიაში გამართულ “მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლომპიადაზე” მოიპოვა ოქროს მედალი ჭიდაობა ძიუდოში.
2013 წლის აგვისტოდან მუშაობს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.